ახალი ამბები

კაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, მკვლელობების შემდეგ თავი მოიკლა, იარაღი ტარების უფლებით ჰქონდა რეგისტრირებული

“მოზაიკამ” გაარკვია, რომ რეხაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, როგორც მაიორს, ცეცხლსასროლი იარაღი ტარების უფლებით ჰქონდა რეგისტრირებული. ჩვენი ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცმა, რომელიც პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ცეცხლსასროლი იარაღი 8 წლის წინ დაირესგიტრირა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის წევრებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით წუხელ ღამით მიაყენა. შემდეგ კი თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამარ„ტალდამცველებელი. საცხოვრებელ ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი