ახალი ამბები

გორში ახალი შუქნიშნები მონტაჟდება 

გორში ახალი შუქნიშნები მონტაჟდება, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები ორ ადგილას მონტაჟდება:

  • ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთა;
  • სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა.

“გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც.  აღსანიშნავია, რომ გორში პირველად მონტაჟდება საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებს”, – ამბობენ გორის მერიაში. 

პროექტის ღირებულება 365 115 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისამდე უნდა დაასრულოს.

დატოვეთ კომენტარი