ახალი ამბები

ქარელის მერიას აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია სურს 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი აგარის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის. 

აღნიშნული მომსახურების შესასყიდად მერიამ 45 000 ლარი გაითვალისწინა. 

შერჩეულმა კომპანიამ დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა მოამზადოს.

დატოვეთ კომენტარი