ახალი ამბები

გორში ძველი ხიდის პირველი მალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა 

გორში სამეფო ქუჩის დასაწყისში მდინარე მტკვარზე განთავსებული ხიდის პირველი მალის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

სამუშაოებისთვის გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 311 350 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. 

დატოვეთ კომენტარი