ახალი ამბები

ხაშურში, ძნელაძის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელი მოწესრიგდება 

ხაშურის მერია ძნელაძის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელის რეაბილიტაციას გეგმავს.

ამისთვის  უწყებამ ტენდერი უკვე გამოცხადდა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება  246 568 ლარია. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიწისქვეშა გადასასვლელის  რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელს რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა და ბიუჯეტიდან 75 000 ლარი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი