ახალი ამბები

ხაშურის საბავშვო ბაღებში 25 აღმზრდელს გადაამზადებენ 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 25 აღმზრდელს გადაამზადებენ. 

როგორც ხაშურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა გელაშვილი ამბობს, ხაშურის საბავშვო ბაღების აღმზრდელების ნაწილი 2022 წელს გადაამზადეს, ნაწილი კი წელს გადამზადდება.

“დაგეგმილია 25 აღმზრდელის გადამზადება, მათ ჩაუტარდებათ საერთო ჯამში 66 საათიანი ტრენინგ-კურსი. ტრენინგების მიზანია, აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭოთ. ტრენინგების დამთავრების შემდეგ, სრულად გადამზადებული აღმზრდელები გვეყოლება. ამას გარდა იგეგმება კურიკულუმის დანერგვის ტრენინგები და ბაღის დირექტორების ტრენინგი”, – გვითხრა ლელა გელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღია, სადაც ამ ეტაპზე 1650 ბავშვი ირიცხება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი