ახალი ამბები

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გორის სპორტის სასახლეს ტაბლო გადასცა

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გორის სპორტის სასახლეს ტაბლო გადასცა, – ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

ფედრეციის ცნობით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი აქციები გრძელდება. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და მისი თანაშემწე, ალეკო პეტრიაშვილი ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც გორის სპორტის სასახლისთვის კალათბურთის უმაღლესი ხარისხის ტაბლო და 24 წამის მოწყობილობა ჩაიტანა.

“ეს გახლდათ რეგიონებში კალათბურთის განვითარებისთვის განკუთვნილი ინვენტარი, რომელსაც გორელები აუცილებლად საჭიროებდნენ. ამ სეზონის წინ გორის ივერიონმა “ა” ლიგის საგზური მოიპოვა და თამაშების სამასპინძლოდ აუცილებელი იყო თანამედროვე სტანდარტების ტაბლო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ვიზიტის შემდეგ გორის სპორტის სასახლე საკალათბურთო მატჩების სამასპინძლოდ მზადაა. პირველი შეხვედრა გორში 23 იანვარს გაიმართება, როცა “ივერიონი” ტყიბულის “ორბს” უმასპინძლებს. ამავე დღეს გაიმართება 18-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებიც”, – განაცხადა პეტრიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები