ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტალი დამლაგებლებს თვეში 500 ლარს გადაუხდის 

გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპტალში დამლაგებლები ხელფასის სახით, თვეში 500 ლარს აიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო. 

“სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებული დამლაგებლების ხელზე ასაღები ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარს”, – წერია იმ სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც შესყიდვების ვებგვერდზეა ატვირთული. 

სამედიცინო დაწესებულებამ ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობების დალაგება-დასუფთავების მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 660 000 ლარი გაითვალისწინა. 

ინფორმაციისთვის, ორი თვის წინ, სამხედრო ჰოსპიტლის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელფასის მომატება მოითხოვეს. 

დატოვეთ კომენტარი