ახალი ამბები

ლევან გამრეკელმა ხანძრით დაზარალებულ ოჯახს 5000 ლარი ჩაურიცხა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გამრეკელი ხანძრით დაზარალებულ კალმახელიძეების ოჯახს 5000 ლარით დაეხმარა. 

30 დეკემბერს, ხანძრის დროს ხაშურში სააკაძის ქუჩაზე კალმახელიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა, საზოგადოებამ ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია წამოიწყო. დაზარალებულ ოჯახს ხაშურელები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ტერიტორიის დასუფთავება-მოწესრიგებაშიც დაეხმარნენ. 

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:

GE02BG0000000792952300

მიმღები: თეიმურაზ კალმახელიძე.

დატოვეთ კომენტარი