სტატიები

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2023 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მერიასა და საკრებულოში ხელფასების 10%-ით ზრდის დადგენილება დაამტკიცა, რასაც მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. 

ენმ-ს წევრის, ანი ბალიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდა გაუმართლებელია. 

“გორის მუნიციპალიტეტმა მოსხლოებას ახალი იმით მიულოცა და განსაკუთრებით გაჭირვებულებს, რომ თანამდებობის პირებმა გაიზარდეს ხელფასები, ეს იმ ფონზე, როცა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება ქვეყანაში და მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს”, – განაცხდა ანი ბალიაშვილმა. 

ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელფასების ზრდას გამართლებულად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, ძალიან ბევრი თანამდებობის პირი იმაზე მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ევალება. 

“ეს არის სამთავრობო დადგენილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ოპოზიციამ გააპროტესტა და ვერ დავეთანხმე მათ, რადგან აბსულუტურად ყველა სოციალურად დაუცველის თანხა გაზრდილია, ასევე გაზრდილია საპენსიო თანხები. რა დააშავა საჯარო მოხელემ? არ უნდა დაიჩაგროს და ვინც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს, იმან გაზრდილი ხელფასიც უნდა აიღოს. ხაზზს გავუსვამ, რომ დისკრიმინაციად მიმაჩნია, რომ თანამდებობის პირები პრემიებს არ იღებენ”, – განაცხადა დავით რაზმაძემ. 

დატოვეთ კომენტარი