ახალი ამბები

სოფელ ქერეში სკოლის მშენებლობა დასრულდა 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციიპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. 

მუნიციპალური განვითარების ცნობით, ქერეს საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლა 90 ბავშვზეა გათვლილი.

“მნიშვნელოვანია, რომ გამყოფი ხაზის სოფელში სკოლის მშენებლობის შედეგად, ბავშვები ინფრასტრუქტურულად გამართულ და კეთილმლწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. პროექტი საქართველოს მთავრობამ 1.7 მილიონი ლარით დააფინანსა”, – წერია ინფორმაციაში. 

პროექტის მიხედვით, სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო. სკოლაში საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

დატოვეთ კომენტარი