ახალი ამბები

31 დეკემბერს კასპში  “The SkiTTles band” იმღერებს 

კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებამ  31 დეკემბერს დაგეგმილი საახალწლო ღონიძიების ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმა “The SkiTTles band -ის ხელმძღვანელს, შოთა ნამორაძეს, რომელსაც კონცერტის ჩასატარებლად 5000 ლარი გადაუხადა. 

გაერთიანებამ აღნიშნული მომსახურება გამარტივებული შესყდივის გზით შეიძინა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი მოსახლეობის მოთხოვნით შეირჩა. 

“კასპის მუნიციპალიტეტში 31 დეკემბერს ტრდიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები , რაც მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და გამოირჩევა ხალხმრავლობით. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 31 დეკემბრის ღამით.მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა ჯგუფი “The SkiTTles band “, რომელიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და გასართობ პროგრამას შემოგვთავაზებს”, – განმარტავენ მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი