ახალი ამბები

31 დეკემბერს ხაშურში ბაკო ალანია, ანა ბახტაძე და FUNKTION იმღერებენ 

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ხაშურში კონცერტი გაიმართება.

ახალი წლის ღამეს ბაკო ალანია და ბენდი, ანა ბახტაძე და ბენდი FUNKTION იმღერებენ, –  ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

კონცერტი ჩატარდება კულურისა და დასვენების ბაღში, რომელსაც ნიკოლოზ გოგვაძე გაუძღვება. 

ინფორმაციისთვის, საახლწლო კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარია გამოყოფილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი