ახალი ამბები

კასპში საახალწლო ღონისძიება 27 დეკემბერს დაგეგმეს – იმღერებს სალომე კორკოტაშვილი

კასპში საახალწლო ღონისძიება 27 დეკმებერს დაგეგმეს, რომელიც კოსტავას ქუჩაზე 14:00 საათზე დაიწყება. 

მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიება 20:00 საათზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. იქამდე კი, 18:45-ზე სალომე კორკოტაშვილის, “სალიოს” კონცერტი გაიმართება. 

  • 14:00 – საზეიმო ორკესტრის მსვლელობა
  • 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
  • 14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
  • 14:00-18:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა; ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
  • 14:30-17:30 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
  • 17:30-17:45 – მოსიარულე ორკესტრის შოუ
  • 17:45-18:30 – საბავშვო გასართობი პროგრამა წამყვანთან და ზღაპრის გმირებთან ერთად
  • 18:30-18:45 – ცეცხლოვანი შოუ
  • 18:45 -20:00 – „სალიო“
  • 20:00 – საზეიმო ფოიერვერკით
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი