ახალი ამბები

შევიძინეთ მარილის მოსაყრელი დანადგარი, მაგრამ თოვლი არ მოდის – ხაშურის მერი 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის ინფორმაციით, შეიძინეს ქუჩებში ტექნიკური მარილის მოსაყრელი დანადგარი, რომელიც საქართველოში არც ერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს, – ამის შესახებ ჩიტიაშვილმა ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპიტატის ანგარიშის წარდგეენისას ისაუბრა. 

“პირადი კონტაქტებით ჩვენ შევიძინეთ მარილმოსაყრელი დანადგარი. უნდა ავღნიშნო რომ არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს მსგსი დანდგარი, რადგან საქართველოში შეუძლებელია ამის ყიდვა. ხალხს აწუხებდა, რომელი საუკუნეა ლაფატკით ყრიან გზაზე მარილსო. ასე რომ ეს პრობლემაც მოგვარდა. დანადგარი უკვე გზაშია, მოდის გერმანიიდნ, მაგრამ სამწუხაროდ, მგონი თოვლი არ მოვა წელს,მ მარილის საყრელი გვაქვს და თოვლი არ მოდის”, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა. 

წყარო: ტვ ივერია

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.