ახალი ამბები

ბავშვებისთვის საჩუქრების შესაძენად, სურამის N3 საჯარო სკოლაში ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან

სურამის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებმა და მშობლებმა ქველმოქმედების მიზნით, საკუთარი ხელით საახალწლო ნივთები შექმნეს, რომლებსაც ყიდიან.

“ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და დამრიგებელმა მანანა შენგელიამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია. მათ საკუთარი ხელით შექმნეს საახალწლო ნივთები და მოაწყეს გამოფენა-გაყიდვა, დაამზადეს საახალწლო თემატიკაზე ბანერები ფოტოსესიისათვის”, – ამბობენ სკოლის ადმინიტრაციაში. 

მათივე ცნობით, აქცია გაგრძელდება 28 დეკემბრამდე. შეგროვილი თანხით კი მოსწავლეებს სურთ ახალი წელი ,,მომავლის სახლის“ აღსაზრდელებს გაულამაზონ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი