ახალი ამბები

“ჩამსვეს მანქანაში და ცემა დამიწყეს” – ირაკლი მილაძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

კასპელი სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი მილაძე პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებს. მილაძემ მის მიმართ განხორიცლებულ ძალადობის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. 

მილაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ის უმიზეზოდ დააკავეს, მანქანასი ჩასვეს და ცემა დაუწყეს. მისივე თქმით, მას პოლიციის გინება დასდეს ბრალად. 

“ბოლოდროინდელი აქტიუტობის გამო 12 დეკემბერს დამიჭირა პოლიციამ და ბრალად დამდეს პოლიციის საჯაროდ გინება. ორი დღე გავატარე ზაჰესის კაპეზეზე და დღეს სასამართლოში გადამიყვანეს. ითხოვდნენ ჩემს პატიმრობაში დატოვას, თუმცა მოსამართლემ მტკიცებულება მოითხოვა ვიდეოს სახით, სადაც ჩემი დაუმორჩილებლობაა ასახული და გამანთავისუფლა დარბაზიდან, – წერს ირაკლი მილაძე. 

მილაძემ მომხდართან დაკავშირებით, მოგვიანებით ფეისბუქის “ლაივ” ჩართვაში დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელებმა თბილისში, სკუტერით გადაადგილების დროს გააჩერეს და საბუთები სთხოვეს.

“მითხრეს, მანქნაში ჩავჯექიო, რაზეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, ჩავჯექი და ორივე მხრიდან დამისხდნენ პოლიციელები, რომლებიც იყვნენ სამოქალაქო ფორმით, დამიწყეს ცემა, მეც რაც შემეძლო იგივე ქმედებით ვიპასუხე, შემდეგ მაგინებდნენ და შეურაცხყოფას მაყენებნენ. მეუბნებოდნენ, რომ მე პოლიციას ვაგინე. ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩემს ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე არიან ნახსენები”, – ამბობს ირაკლი მილაძე. 

დატოვეთ კომენტარი