ახალი ამბები

გორის “გორმა” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გარდამავალი თასი მოიპოვა

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გარდამავალი თასი გორის „გორმა“ მოიპოვა, – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

ჩემპიონობისთვის ერთმანეთს გორის „გორი„ და თბილისის “სელერო“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი მინიმალური ანგარიშით – 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი ალექსანდრე რაზმაძემ გაიტანა და „გორს“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გარდამავალი თასი მოაპოვებინა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.