ახალი ამბები

ქარელის #1 სკოლა სასკოლო სპორტული ოლიპიადის გამარჯვებულია 

ქარელის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლა, “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022” -ის  გამარჯვებული გახდა, – ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, სპორტის სახეობა ფრენბურთში, პირველობა არავის დაუთმეს გოგონათა გუნდმა და რაიონის სკოლებს შორის l -ადგილის მფლობელები გახდნენ! გილოცავთ ენერგიულო, საოცარო გოგონებო რაიონის პირველობას! ძლიერები ხართ!”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, სასკოლო ოლიმპიადა, რომლის პროგრამაში სპორტის 7 სახეობაა, ჩართულია ქვეყნის 1600 სკოლის 80 000 მოზარდი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი