ახალი ამბები

ქარელში საახალწლო ღონისძიება 29 დეკემბერს გაიმართება 

ქარელიში ახალი წლის ღონისძიებები 29 დეკემბერს გაიმართება.

როგორც კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, ვახო თურქაძე “მოზაიკასთან” საუბრისას აღნიშნავს, მთავრობის ადმინისტრაციისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 29 დეკემბერს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საახალწლო სოფელი.

“ასევე გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონცერტი ადგილობრივი მომღერლების შესრულებით, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა, რაც შეეხება იქნებიან თუ არა მოწვეული მომღერლები საახალწლო ღონისძიებაზე ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის”, – აღნიშნა ვახო თურქაძემ.

რაც შეეხება ნაძვის ხეს, ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის დასრულების შემდეგ განათდება.  

ინფორმაციისთვის, ქარელის მერიამ საახალწლო განათებებისთვის 86 000 ლარი გამოყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი