ახალი ამბები

უკრაინაში ოკუპანტებთან შეტაკებას გორელი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში, ბახმუტის მისადგომებთან რუს ოკუპანტებთან შეტაკებების დროს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – მიხეულ თევდორაძე და სერგო ლიხისი “ქართველი”.

” მათ სიცოცხლე გაწირეს სხვა ბიჭების გადასარჩენად. ერთ-ერთი მათგანი კონსტანტინოვის მორგშია გადაყვანილი, ხოლო მეორის გამოყვანას ვცდილობთ”, – ამბობს ერთ-ერთი მებრძოლი. 

სერგო ლიხისი უკრაინის ქალაქ ბახმუტშ სხვა ქართველ თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული ქალაქი ომის დაწყებიდან დღემდე ერთ-ერთი ცხელი წერტილია. ოკუპანტებმა ბახმუტი რამდენჯერმე დაბომბეს და ქალაქი გაანადგურეს. 

დატოვეთ კომენტარი