ახალი ამბები

ქარელის საბავშო ბაღებსა და სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

ქარელის მუნიციპალიტეტის 24 საბავშო ბაღში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება, – ამის შესახებ “მოზაიკას”  ქარელის ბაღების გაერთიანების უფროსმა უთხრა. 

ნინო მეზვრიშვილის თქმით, ბაღებში არდადეგები 16 იანვრამდე გაგრძელდება. 

რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს შეწყდება და 16 იანვარს განახლდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი