ადამიანები ისტორიები

“ამ ბრძოლაში ან უნდა გავიმარჯვო, ან ღირსეულად დავეცე” – სერგო ქართველი

“ჩემი ვალია სამშობლოსთვის ვიბრძოლო და ამ ბრძოლაში ან უნდა გავიმარჯვო, ან ღირსეულად დავეცე”, – ეს სიტყვები უკრაინაში, ბახმუტის მისადგომებთან რუს ოკუპანტებთან შეტაკებების დროს დაღუპულ გორელ ჯარისკაცს, სერგო ლიხისის (ქართველს) ეკუთვნის.

სერგო საქართელოში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დასრულების შემდეგ ჯერ სამხედრო სავალდებულო ჯარი მოიარა, კონტრაქტით კი კვლავ სამხედრო საქმიანობა გააგრძელა.

“შენიშვნა არ მიუღია ისეთი ბიჭი იყო. სკოლის დასრულების შემდე,გ წავიდა სამხედრო სამსახურში, შემდეგ კონტრაქტზე. ავღანეთშიც იყო ნატოს ეგიდით წასული, მოიხადა თავის მოვალეობა და რომ ჩამოვიდა, სკოლაში მოვიდა, თავისი კლასი ნახა, დარბაზი დაათვალიერა. რადიკალურად შეცვლილი ბიჭი ჩამოვიდა, დავაჟკაცებული. ვერ წამოვიდგენდი, ასეთი წყნარი მშვიდი ბუნების ბიჭში თუ ასეთი მებრძოლი სული ჩამოყალიბდებოდა. ამაყობდა, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი იყო”, – იხსენებს პედაგოგი მედეა თეგეტაშვილი.

სერგოს პატრიოტიზმზე საუბრობენ მეგობრები და ახლობლები. ამბობენ, რომ ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ საქართველოში დაიბადა. ფსევდონიმი “ქართველი” სწორედ ქვეყნისადმი სიყვარულმა დაარქმევინა.

“გამორჩეულად დიდი პატრიოტი იყო ეს პიროვნება, ამიტომაც შეირქვა სახელი სერგო “ქართველი”. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრ ქართველ პატრიოტთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ეს ხშირად მაკვირვებდა ხოლმე თავისი აზროვნებით, გამონათქვამებით. ბევრჯერ უთქვამს ასეთი რამ, “ჩემი ვალია სამშობლოსთვის ვიბრძოლო და ამ ბრძოლაში ან უნდა გავიმარჯვო, ან ღირსეულად დავეცე”. ვიცოდი რომ წასვლას აპირებდა, რამდენჯერმე ჩემთანაც იყო, თითქოს აზრს მეკითხებოდა. მერე თითქოს გადაიფიქრა, მაგრამ ერთ დღეს მომწერა რომ უკრაინაში იყო. ორი შვილი დარჩა გოგონები”, – იხსენებს ნუგზარ მაჭავარიანი.

სერგოს მონაწილეობა აქვს მიღებული კოსოვოს, აფრიკის, ავღანეთის მისიებში. იბრძდა 2008 წლის ომში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.