ადამიანები ისტორიები

ხაშურელი გოგო, რომელიც ხელნაკეთ ტკბილეულს და ღვინოს აწარმოებს – ანა ქიმერიძის ისტორია

ხაშურში, 35 წლის ანა ქიმერიძე ორი წელია ხელნაკეთ შოკოლადებს ამზადებს. ამბობს, რომ ეს საქმე ჩირეულობის სიყვარულმა დააწყებინა.

“მეწარმეობა დავიწყე 2 წლის წინ. ჩირეული მიყვარს ძალიან და მე თვითონ ვქმნიდი, სხვადასხვა ხილისგან ჩირს. შემდეგ გადავწყვიტე, რომ მეცადა და მენახა, შოკოლადთან როგორი გამოვიდოდა. ამ კომბინაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ასე გაჩნდა იდეა ხელნაკეთი შოკოლადის დამზადების”, – ამბობს ანა.

ანა ასევე ჩართულია საოჯახო, დევდარიანების მარანის საქმიანობაშიც, სადაც ღვინო “ოჯალეშს” აწარმოებენ.

“ვიდრე ჩამოსხმას დავიწყებდით, სუფრაზე, სადაც მოხვდებოდა, ჩვენი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ბოთლებში ჩამოსხმა. ჩვენი ნაწარმი უკვე იყო რამოდენიმე გამოფენაზე, სადაც კარგი შეფასებები დაიმსახურა, რაც უდიდეს მოტივაციას მაძლევს”, – გვიყვება ანა.

სამომავლოდ ანა საკუთარი პროდუქციის გაფართოებას და ტურისტებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

“ოჯახს გვაქვს მიწის ნაკვეთები და გვინდა ახალი ჯიშის თავკვერის ჩაყრა, ასევე მარნის აშენება და ტურისტულ ადგილად გადაქცევა, სადაც მომსვლელებს შევთავაზებთ ჩვენს პროდუქციას”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.