ახალი ამბები

ჩვენი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა – ხაბეიშვილის შეხვედრები ხაშურსა და ქარელში

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ხაშურში, ქარელსა და კასპში შეხვერებს მართავს.

ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს წევრებს და მხარდამჭერებს პარტიის გაძლიერების გეგმებს აცნობს.

მისი თქმით, პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მთავარი ამოცანა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

“ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრა მხარდამჭერებთან რადგან, ეს ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ვიღაც იბრძვის, ვიღაცას ნამდვილად უნდა ამ ქვეყანაში ცვლილება. და ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა გაძლიერდეს, ეს არის გარდაუვალი. სწორედ გაძლიერებული “ნაციონალური მოძრაობა” არის იმის საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან”, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ენმ-ის წევრმა ეკა პაპუაშვილმა. 

ხაბეიშვილის შეხვედრა ხაშურში უკვე დასრულდა. ის ახლა პარტიულ აქტივს ქარელში ხვდება.

დატოვეთ კომენტარი