ახალი ამბები

სათივის ხიდის განათებაში ხაშურის მერიამ 12 571 ლარი გადაიხადა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში საავტომობილო ხიდის განათება ხაშურის მერიას 12 571 ლარი დაუჯდა”,- ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” ნინო სუხიაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, მერიამ თანხა მხოლოდ ხიდის გასანათებლად გადაიხადა, ხოლო ღონისძიება ადგილობრივებმა გამართეს. 

“მოხდა სათივის ხიდის განათება,ხოლო ის ღონისძიება,რომელიც ხიდის გახსნის დღეს გაიმართა თავად სოფელმა გააკეთა, მოსახლეობამ და მიიპატიჟა საკრებულს თავჯდომარე, ნინო ლიპარტელიანი და ხაშურის მერი, თენგო ჩიტიაშვილი. ღონისძიება მერიას არ გაუკეთებია”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი