ახალი ამბები

მთავარი პრიორიტეტი ახლა მიშას გადარჩენაა – ეკა პაპუაშვილი 

ყველაზე პრიორიტეტული ახლა არის ის, რომ მიშა უნდა გადარჩეს, ის უნდა იყოს ცოცხალი და უნდა იყოს ქართველი ხალხის გვერდით, – აცხადებს ენმ-ის წარმომადგენელი და ხაშურის საკრებულოს წევრი ეკა პაპუაშვილი. 

მისი თქმით, პარტიაში იყო უმოქმედობა, რომელიც უნდა დასრულდეს და ხალთან აქტიური კომუნიაცია დაიწყოს. 

“ის რაც აქამდე ხდებოდა პარტიაში, იყო უმოქმედობა, არ იყო მოსახლეობასთან შეხვედრები. პარტიის შიგნით ვერ მოგვარდა ყველაფერი და სამწუხაროა, რომ გამოვიდა გარეთ, მაგრამ ეხლა უნდა მოგვარდეს. ჩვენ მეორე ფრონტზეც უნდა ვიბრძოლოთ, მიშა უნდა გათავისუფლოთ, ხოლო ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილოსგან დავიხსნათ. პარალელურად იქნება არჩევნები, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა ეკა პაპუაშვილმა, ხაშურში, პარტიის თავმდჯომარეობის კანდიდატთან, ლევან ხაბეიშვითან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

პაპუაშვილმა პარტიასა და ხალხს შორის არასწორ კომუნიკაციაში ნიკა მელია დაადანაშაულა. 

“ნიკა მელია ხაშურში არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია. წინა არჩევნებზეც არ ჰქონია მოსახლეობასთან შეხვედრა, არ ჩამოდიოდა. ბოლო ერთი წელია, ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია, დავალებაც არ მიგვიღია მისგან. შარშან, როდესაც მეორე ტური იყო მეორობის კანდიდატებს შორის, ჩვენი თხოვნა იყო რომ ჩამოსულიყო და აქტივს შეხვედროდა, ამაზეც არ ჰქონია რეაგირება. ასე იყო სხვა რეგიონებშიც და ამ პრეტენზიების დაგროვებამ მოიტანა ის, რაც ხდება დღეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი