ახალი ამბები

თბილისი – ხაშურის მატარებელმა მუშაობა განაახლა 

დღეიდან თბილისი – ხაშურის მატარებელმა მუშაობა განაახლა, – ინფორმაციას ქარელის და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაალ დუგლაძე  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისი-ხაშურის მატარებლის მოძრაობა აღდგება და მოქალაქეები ისევ შეძლებენ გადაადგილებას. ბილეთის ღირებულება 1 ლარი იქნება”, – წერს ზაალ დუგლაძე. 

ინფორმაციისთვის, თბილისი – ხაშურის მატარებლის გადაადგილება პანდემიის დროს შეწყდა. 

დატოვეთ კომენტარი