ახალი ამბები

12 დეკემბრიდან თბილისი – ხაშურის მატარებლის მოძრაობა აღდგება 

12 დეკემბრიდან თბილისი – ხაშურის მატარებლის მოძრაობა აღდგება, – ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და ქვახვრელის წარმომადგენელმა, დავით ადუაშვილმა გაავრცელა. 

“ორშაბათიდან ხაშური ც- თბილისის მატარებელი (რკინიგზელების მატარებელი), ჩვეულებრივად მოემსახურება მოსახლეობას და შეძლებთ გადაადგილებას, ძალიან დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საქართველოს რკინიგზას”,– წერს ადუაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.