ახალი ამბები

“არ ვთვლი საჭიროდ, გითხრათ, აქ რას ვაკეთებთ” – სამმართველოს უფროსის მოადგილე ბინის ჩხრეკაზე

“არ ვთვლი საჭიროდ, თქვენ გითხრათ, აქ რას ვაკეთებთ” – უთხრა ჟურნალისტებს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი პატიაშვილმა, რომელიც იმ ბინასთან იმყოფება, სადაც სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ისინი შინდისის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ კოსპურსის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბინაში იმყოფებიან არასრულწლოვნები, რომელთა შეშინებასაც პატიაშვილი ჟურნალისტებს აბრალებს. 

“თქვენი გამოჩენი გამო, შეშინდნენ ბავშვები”, – უთხრა მან ჟურნალისტებს. 

ოფიციალურ კომენტარს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე შსს-ს წარმომადგენლები არ აკეთებენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.