ახალი ამბები

გორში, ერთ-ერთ ბინაში საათნახევრიანი ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ ვერაფერი იპოვა 

გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. 

პოლიციელებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბინაში რაღაც კანონსაწინააღმდეგოს ეძებნენ, თუმცა საათნახევრიანი ოპერაციის შემდეგ, ბინა ისე დატოვეს, რომ ვერაფერი იპოვეს. 

ინფორმაციისთვის, შინდისის გზატკეცილზე სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა გორის სამმართველოს უფროსის მოადგილეც, გიორგი პატიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.