ახალი ამბები

ამბულატორიებში აუცილებლად ადგილობრივი კადრები უნდა დასაქმდნენ – ნინო ლიპარტელიანი

ხაშურის საკრებულოს თავჯდომარე ნინო ლიპარტელიანი ა(ა)იპ სამედიცინო ჰოლდინგს მათთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლის ამბულატორიები სახელმწიფო ა(ა)იპ-ს გადაეცა, თუმცა როგორც ლიპარტელიანი ფიქრობს, რომ აუცილებელია იქ ადგილობრივი კადრები დასაქმდნენ. 

“საჭიროა სამედიცინო ჰოლდინგმა ჩვენთან ითანამშრომლოს. მართლია, მენეჯმენტი მაგათია, მაგრამ ისინი არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას ამ სოფლებში მყოფ დიპლომიანი ექთნების შესახებ და როგორც ირკვევა, ამას არ ძიობს და მუნიციპალიტეტთან კონტაქტზე არ გამოდის. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სოფლად მყოფი ადამიანების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება იდიაშივე მოკვდება, დეცეტრალიზაციის პრობლემა თუ არ მოგვარდა”, – აღნიშნა ნინო ლიპარტელინმა.

მან ჩორჩანას მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ადგილობრივი კადრების დასაქმება გარანტია იქნება იმის, რომ ამბულატორიები სტაბილურად იმუშავებენ. 

“დღესაც რომ ახვიდეთ ამ სოფელში, ამბულატორია დგას, ოღონდ იგი არის დაკეტილი, რადგან სოფლის ექიმი დადის ხაშურიდან და ყოველდღე იქ მისვლას ვერ ახერხებს. როდესაც დაზამთრდება, ის იქ მისვლას საერთოდ ვეღარ მოახერხებს. ამიტომ საჭიროა მოხდეს ამბულატორიებში ადგილობრივი კადრების დანიშვნა, რომლებიც ყოველდღე მოემსახურებიან სოფლად მყოფ ადამიანებს”, – თქვა ლიპერტელიანმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი