ადამიანები ისტორიები

ხატვა, ქსოვა და ქარგვა – ქარელის საკრებულოს აპარატის უფროსის გატაცებები სამსახურის მიღმა

ჩემი უფროსი შვილის, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, დავიწყე აქტიურად ხატვა, – ამბობს მაია გოგიჩაშვილი. 

მაია თვითნასწავლი მხატვარია. მისი ნამუშევრებით ადგილობრივები და უცხოელი კოლექციონერები ერთნაირად ინტერესდებიან. 

“ყველა ნახატში ჩემი სულის ნაწილი და განწყობაა, ამიტომ ყველა თანაბრად მიყვარს. ჩემი ნახატები და ჩემს მიერ მოხატული ჩანთები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, პოლონეთში, ინგლისში, გერმანიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში”,  – გვეუბნება მაია. 

მაია პროფესიით იურისტია. ის ქარელის საკრებულოს აპარატის უფროსია და საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ხატვის გარდა, ქსოვს, ქარგავს და ტანსაცმლის მოდელებს ქმნის. 

“ვარ თვითნასწავლი, არასოდეს არავის მოუცია მიმართულება. ვხატავ ჩანთებს, სურათებს, მიყვარს თოჯინების კეთება, ქსოვა, ქარგვა, ჩემი ხელით ვქმნი ტანსაცმლის მოდელებს.  ლექსებსაც ვწერ, როდესაც სული მთხოვს.”

მაიას პერიოდულად გამოფენების მოწყობასაც სთავაზობენ. 

“მაქვს გამოფენის მოწყობის შემოთავაზება საქართველოსა და გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში, ჩემი მეგობრებისგან, ჯერ ფიქრის ეტაპზე ვარ, გამოფენის გაკეთებას სხვაგვარი მომზადება და ორგანიზება სჭირდება. ამ ეტაპზე ჩემი ნახატები გამოფენილია ჩემს სახლში და ჩემი მეგობრების სახლებშიც”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი