ახალი ამბები

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება” – საკონსულო 

“საქართველოს საკონსულო დაწესებულება ჩართულია პროცესში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

“მოზაიკას” აღნიშნული უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის გოგოს გადმოსვენებისთვის კლინიკაში საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

“საკონსულოს წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან კლინიკაში და ასევე, მუდმივ კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან”, – განაცხადეს უწყებაში. 

შეგახსნებთ, რომ გორელი მოზარდი 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ, თურქეთის კლინიკა Medistate Hospital- ში გარდაიცვალა. ოჯახს კლინიკის დავალიანება 44 000 დოლარი აქვს გადასახდელი და ვიდრე თანხას არ დაფარავენ საავადმყოფო მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ აძლევს. გარდაცვლილის დედამ დახმარება საქართველოს მთავრობას სთხოვს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.