ახალი ამბები

“ორკები კვლავ გამოჩნდენ საკორინთლოს მიმდებარედ” – ქაცარავა 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, – ამის შესახებ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დათო ქაცარავა იტყობინება.

ქაცარავა ვარაუდობს, რომ ფორმიანები ახალი უკანონო ნაგებობების გაკეთებას გეგმავენ.

“ორკები კვლავ გამოჩნდენ საკორინთლოს მიმდებარედ და გააგრძელეს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, რაც ჩვენი აზრით უკავშირდება ახლო მომავალში საგუშაგოს ან რამე მსგავსი ნაგებობის მშენებლობას. პოლიციის და ჩვენი ჯგუფის გამოჩენისთანავე სამუშაოები შეწყდა. ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია”, -აცხადებს ქაცარავა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.