ახალი ამბები

მანქანების ჩამოყვანის დაპირებით, მამაკაცმა 6 მოქალაქისგან 106 788 ლარი მიითვისა

გორის რაიონულმა სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა თაღლითურად მიიღო დიდი ოდენობით თანხა სხვადახვა პირებისგან, რომლებსაც საზღვარგარეთიდან ავტომობილების ჩამოყვანას დაპირდა.

 “სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც გახსნილი ჰქონდა ავტო იმპორტის კომპანია, თითქოსდა საზღვარგარეთ აუქციონებზე ავტომანქანების შეძენის და ჩამოყვანის მიზნით 6 მოქალაქეს მოტყუებით პირად ანგარიშზე თანხები ჩაარიცხინა, რეალურად კი ავტომანქანების ყიდვა და ჩამოყვანა არ განახორციელა”, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულმა დაზარალებულების კუთვნილი 106 788 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) (თაღლითობა ჩადელი დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.