ახალი ამბები

75 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს

ორ კვირიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 75 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი ვ.ყ დააკავა.    

გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულმა ასაკოვანი ქალბატონის სახლში მალულად შეაღწია და  მისი გაუპატიურება სცადა.  

ფაქტზე გამოძიება 19/137 -ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.  

ბრალის დმტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკცს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი