ახალი ამბები

“ნაჭარმაგევში” მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გორში, რესტორანში “ნაჭარმაგევი” მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება შსს-მ 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, რესტორანში  ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენჯერმე გაისროლეს და ერთი ადამიანი დაიჭრა, თუმცა შსს-ში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული შემთხვევა ღამით მოხდა, თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს პოლიციელი და მოქალაქე დაუპირისპირდნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.