ახალი ამბები

სვენეთთან ავტომობილი ამობრუნდა  

გორი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, სვენეთთან მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის დეტალებს “მოზაიკა” არკვევს. 

დატოვეთ კომენტარი