ახალი ამბები

შიდა ქართლში  CineDOC-სკოლის კლუბები საშემოდგომო ფესტივალს გამართავენ

11, 12 და 13 ნოემბერს, შიდა ქართლში, CineDOC-სკოლის კლუბები ორგანიზებას გაუწევენ  საშემოდგომო მინიფესტივალს, რომელშიც რეგიონის 7 სკოლა მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას ხელმძღვანელობენ CineDOC-სკოლის კონკურსის წესით შერჩეული და სპეციალურად გადამზადებული მასწავლებლები.

“აღნიშნული საერთაშორისო ფესტივალის ხელმძღვანელობა საქართველოს რამდენიმე სკოლაში ახორციელებს ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც  გულისხმობს დოკუმენტური ფილმებით სწავლებას და ემსახურება არაფორმალური განათლების გაძლიერებას. პედაგოგები კლუბებში მართავდნენ ჩვენებებს, უძღვებოდნენ დისკუსიებს, აწყობდნენ ვორქ-შოპებს და ხელს უწყობენ მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარის  განვითარებას. სწორედ მათი ორგანიზებით და პროექტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ჩატარდება მინიფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კინოჩვენებები და ბევრი სხვადასხვა აქტივობა.”, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალის ორგანიზატორი სკოლები და მასწავლებლები არიან:

  • სსიპ. ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლა-ლელა წურწუმია;
  • სსიპ. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა-ნათია კურტანიძე;
  • სსიპ. ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა-ნათია კურტანიძე;
  • სსიპ. ქალაქ გორის მე-7 საჯარო სკოლა-მერი ბეჟუაშვილი;
  • სსიპ. ქალაქ გორის მე-4 საჯარო სკოლა-მეგი კურტანიძე;
  • სსიპ. ქალაქ გორის კერძო-ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა- სუზი ბერიძე;
  • სსიპ. ხაშურისმუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა-ციური თედიაშვილი.

ფესტივალის განრიგი ასეთია:

  • 11 ნოემბერი, 15:00 საათი – გორის ფოტოგრაფთა კლუბი
  • 12 ნოემბერი, 12:00 საათი – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა
  • 13 ნოემბერი, 12:00 საათი – გორის ფოტოგრაფთა კლუბი

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CineDOC-Tbilisi-ის ფარგლებში და მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.