ახალი ამბები

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს დაფინანსებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულად შეეძლებათ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების წარდგენა ელექტრონულად შეეძლებათ. ამ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გორში, საკრებულოს შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ელექტრონული პლატფორმის ამუშავება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შესაძლებლობა ბევრად გაამარტივებს სტუდენტების რეგისტრაციის პროცესს და თავიდან აგვაცილებს მასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ გაუგებრობებს“, – აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

უწყების ცნობით, ახალგაზრდებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 5 დეკემბრის 18:00 საათამდე აქვთ ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge

დატოვეთ კომენტარი