ახალი ამბები

„უნივერსიადა 2022“-ის  გამარჯვებული გიორგი ლურსმანაშვილი გახდა

“საქართველოს უნივერსიადა 2022” -ის გამარჯვებული ქარელელი მოჭიდავე გიორგი ლურსმანაშვილი გახდა.

“უნივერსიადაში” საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წევრი 34 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების 5000-მდე სტუდენტი მონაწილეობს. გიორგი შეჯიბრში გორის სახელწმიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა. იგი სამბოში, 71 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

‘’საქართველოს უნივერსიადა – 2022’’ მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, სტუდენტთა ფიზიკურ განვითარებას, ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სპორტული სექციების საქმიანობის გააქტიურებას.

დატოვეთ კომენტარი