ახალი ამბები

“გურიის დედოფალი” – ოზურგეთის თეატრის გასტროლი გორში

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, გიორგი ერისთავის სახელობის, გორის პროფესიულ თეატრში გასტროლს გეგმავს.

თეატრის დასი გორელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “გურიის დედოფალი” წარსდგება.

“დოკუმენტური დრამა “გურიის დედოფალი”, XIX საუკუნის პირველ ნახევარში გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის ცხოვრებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რუსულ, გერმანულ, ფრანგულ არქივებზე დაყრდნობით მოგვითხრობს”, – წერია თეატრის განცხადებაში.

სპექტაკლი 11 ნოემბერს,  19:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.