ახალი ამბები

გორში, ვერხვების დასახლებაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს 

გორში, ვერხვების დასახლებაში, ავტობუსის გაჩერებასთან გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ადგილზე მისულ თვითმხილველებს ავტობუსის გაჩერებაზე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. გამიძიება სსკ-ს 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.