ახალი ამბები

“გპირდებით, რომ ხაშურს ექნება უწყვეტი წყალმომარაგება” – თენგიზ ჩიტიაშვილი

“გპირდებით, რომ ხაშურს ექნება უწყვეტი წყალმომარაგება”, – ეს დაპირება თენგიზ ჩიტიაშვილმა საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას კიდევ ერთხელ გააჟღერა.  

ხაშურის მერის თქმით, წყლის პრობლემის მოგვარება ამ ერთი წლის განმავლობაშიც, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი იყო. 

“გამოვლენილია 2 გამარჯვებული კომპანია და მომდევნო კვირაში გააფორმებენ ხელშეკრულებას გამარჯვებულ თურქულ კომპანიასთან. ასე, რომ სოციალურ ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, ვითომ და წყლის პროექტი შეჩერებულია, არის ტყუილი. პროექტზე მუშაობა არ არის ბარის ჩარტყმა ან ბეტონის ჩასხმა, ეს მუშა პროცესია და მთელი ეს 2 წელი ეს პროცესი მიმდინარებდა”, – განაცხადა ხაშურის მერმა. 

2020 წელს, ევროკავშირმა ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად, 65 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყო. სწორედ ამ თანხით ფინანსება პროექტი, რომლის მიზანია, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნა.

ჩიტიაშვილის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, 44 000 აბონენტს წყლის პრობლემა მოუგვარდება. 

“თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა დრო სჭირდება ამის დაპროექტებას?! მაგალითისთვის ცოცხნარას გზას მოგიყვანთ, რომელიც 4 მილიონიანი პროექტია, ჩვენ მასზე 4 თვე ვიმუშავეთ და წარმოიდგინეთ ეხლა რა დრო დასჭირდება 65 მილიონ ევროს ღირებულების პროექტს, საუბარია 44 000 აბონენტზე”, –  თქვა ხაშურის მერმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი