ახალი ამბები

ატენთან, ავარიის შედეგად მძღოლი დაშავდა, – ფაქტზე საავადმყოფოებს ინფორმაცია არ აქვთ

“გუშინ, ატენთან ავარია იყო, ბიჭი იყო დაშავებული”, – ამის შესახებ “მოზაიკას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე მყოფი ორი მანქანიდან, დაშავებული ერთ-ერთის მძღოლი იყო. 

“ორი მანქანა იყო. აქედან ერთ-ერთის მძღოლი იყო დაშავებული, საქარე მინაც ჩამტვრეული იყო. ალბათ რომ არ შეჯახებოდა, რამე მანევრი გააკეთა, რამაც ეგ გამოიწვია”, – გვითხრა თვითმხილველმა. 

მისივე ცნობით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს. 

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით, “მოზაიკა” გორში მოქმედ საავადმყოფოებს დაუკავშირდა. “გორმედის” და სამედიცინო ჰოსპიტალის წარმომადგენლების თქმით, მათ ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა არ მიუღიათ. 

სოფელში ვარაუდობენ, რომ ავარიის მონაწილეებმა ავტომობილები გადამალეს. 

მომხდარის დეტალების გარკვევა “მოზაიკამ” შსს-შიც სცადა, თუმცა უწყების წარმომადგენელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.