ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს საპროცესო გარიგება გაუფორმეს

გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს პროექტების ყოფილ მენეჯერს, რომელსაც გამოძიება ქრთამის აღებას ედავებოდა, პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, მაია შარაშენიძეს 5 ათასი ლარი ჯარიმა და 3 წლიანი პირობითი შეეფარდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, გარიგება ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლში შედგა. მაია შარაძენიძე კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში აღარ მუშაობს თუმცა, ის გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში საქმიანობას მასწავლებლოს პოზიციაზე კვლავ აგრძელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით “მოზაიკა” მაია შარაშენიძის ადვოკატს დაუკავშირდა თუმცა, თამარ თელდლიაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

შარაშენიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ პასუხისგებაში მიმდინარე წლის ივნისის თვეში მისცა. საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რა დროსაც შარაშენიძემ ერთ-ერთ კომპანიას კონკრეტული მომსახურების, ფოიერვერკის სანაცვლოდ ხელშეკრულება გაუფორმა და გამოძიების ვერსიით, ამაში ქრთამი აიღო.  მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.