ახალი ამბები

ქარელელმა ტაქსის მძღოლმა მოხუცთა თავშესაფარს ხილ-ბოსტნეული მიუტანა

ქარელელმა ტაქსის მძღოლმა ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარს ერთი მანქანა ხილ-ბოსტნეული მიუტანა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია წერს. 

“ეს ბიჭი ქარელიდანაა, 4 შვილის მამა ტარიელ სულაშვილი, (ტაქსის მძღოლი. გუშინ მგზავრი მოიყვანა ჩვენთან, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში, და ერთი ეს კი თქვა, არ ვიცოდი ამ თავშესაფრის არსებობის შესახებო. დღეს კი დაუტვირთია თავისი ტაქსი ნობათით და მომადგა ხურვალეთში. უფალო უმრავლე საქართველოს ასეთი კეთილი და გულალალი ადამიანები მადლობა ტარიელ სულაშვილს ხურვალეთის ხანდაზმულების სახელით”, – წერს სალია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.