ახალი ამბები

გორის მერმა თანამშრომლობა გაწყვიტა იმ წარმომადგებელთან, რომელმაც ქურდი ამხილა

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ შინდისში მირიან მაზმიშვილი აღარ იქნება. “მოზაიკას” ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მას შრომითი ხელშკერულება არ გაუგრძელა. 

მომხდართან დაკავშირებით, მერის ყოფილ წარმომადგენელს კომენტარის გაკეთება არ სურს. 

თუმცა შეგახსენებთ, რომ მისი მოსადლონელი გათავისუფლების შესახებ “მოზაიკა” ივლისში წერდა. კერძოდ, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მირიან მირზიაშვილს სამსახურიდან გათავისუფლება სასწორის ქურდის მხილების გამო ემუქრებოდა. 

მაშინ, “მოზაიკა” წერდა, რომ  სოფელ შინდისში 15 ტონიანი სასწორი ადგილობრივმა ბიზნესმენმა თვითნებურად გაყიდა. ფაქტის შესახებ გორის მერის წარმომადგენელმა კი, მერიას მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა და პოლიციაც ჩააყენა საქმის კურსში, რითაც ის ადგილობრივ ბიზნესმენს და “ქართული ოცნების” აქტივისტს, ალექსი თვალიაშვილს დაუპირისპირდა. 

ჩვენი წყარო გვატყობინებდა, რომ თვალიაშვილმა გორის მერიის მაღალჩინოსნებს სთხოვა მასთან დაპირისპირებაში მყოფი გამგებელი სამსახურიდან გაუშვათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.