ახალი ამბები

სავარჯიშო სივრცე ციცაგიანთკარში – როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც ტრენაჟორები მონტაჟდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში სავარჯიშო სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მერიამ 12 სოფელში აღნიშნული სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გაითვალისწინა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას “ექსიმ მეიდ” 184 927 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.

ციცაგიანთკარში სავარჯიშო სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ადგილობრივების ნაწილი შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა.

“დასასრულებელია მაგრამ, ამისგან რა დადგება უკვე ჩანს. 12 სოფელს მაგრად გაგვიმართლა, პროექტი ეს არისო, დიდი არც არაფერი.”

“ვფიქრობ, რომელ ასაკზეა გათვლილი, ვერ გავიგე. სადაც, იაფფასიანი რამე ნახონ, ესეთ სოფლებში დადგან, საქმედ ჩაეთვლებათ”, – ამბობენ ადგილობრივები.

სავარჯიშო სივრცე აღნიშნული სოფლის გარდა, კიდევ 11 სოფელში:

ბერშუეთში, ბროწლეთში, ზეღდულეთში, კირბალში, ფუხაანთუბანში, ფხვენისში, ქვემო შავშვებში, ქვემო ხვითში, ქორდში, ხიდისთავსა და თორტიზაში მოეწყობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.